ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს – გამოხმაურება
კიდევ რომელი საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები – მუშაობა აღნიშნული მიმართულებით გრძელდება. აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის უკვე ოფიციალურად დატოვება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვენეციის კომისია დასკვნებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იღებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივი და პროფესიული დასკვნების ავტორი უნდა იყოს, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში ამერიკასთან შედარება არასერიოზულია, რადგან ის, რაც ტრამპისთვის შესაძლოა უსარგებლო იყოს, პირიქით, სასარგებლოა საქართველოსთვის. შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი ტოვებს „66 ანტიამერიკულ, უსარგებლო და მფლანგველ საერთაშორისო ორგანიზაციას“.