აშშ-ის მთავრობა მექსიკის საზღვართან რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის
  • ამერიკის შეერთებული შტატები 5 200 სამხედროს გაგზავნის მექსიკის საზღვართან, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მესაზღვრეების დასახმარებლად მექსიკის საზღვარზე ასევე გაგზავნიან ვერტმფრენებსა და დრონებს. ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, კერძოდ, გვატემალიდან, ჰონდურასიდან და სალვადორიდან ათასობით მიგრანტი მიემართება. მათი ნაწილი მექსიკის ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა და ქვეყანაში დარჩა, თუმცა ნაწილი აშშ-ის მიმართულებით სვლას განაგრძობს.
  • დღეიდან ნორვეგიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება. ქვეყანა ცივი ომის დასრულბის შემდეგ ალიანსის მანევრებს პირველად მასპინძლობს. წვრთნაში ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და მოკავშირეთა სამხედრო შენაერთები და ტექნიკა მონაწილეობს. სულ ჩართული იქნება 50 ათასი სამხედრო და 10 ათასი ჯავშან მანქანა. 65 გემი და 250 თვითმფრინავი. სწავლება მიზნად ისახავს პოტენციური აგრესიისგან ნატოს წევრი ქვეყნის დაცვისთვის მომზადებას. წვრთნებში, რომელიც 7 ნოემბრამდე გრძელდება, 31 ქვეყანა მონაწილეობს. რუსეთი სწავლებეს უკვე გამოეხმაურა და მას ანტირუსული წვრთნები უწოდა.