ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ადამიანების გატაცებებზე, ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებზე არის საუბარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. შეფასებულია 200-მდე ქვეყანაა, მათ შორის საქართველო.

ანგარიშში შეფასებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ნეგატიურ კონტექსტშია კონკრეტული მიმართულებები ნახსენები. კონკრეტულად კი საუბარია პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაზე, ელიტარულ კორუფციასა და ლგბტ პირების მიმართ ძალადობაზე.