ამერიკის საიმიგრაციო დილემა

21:33, 01.05.2018

მექსიკისა და კალიფორნიის შტატის საზღვარზე ასობით მიგრანტი თავშესაფრის მიღებას ელოდება. მათი უმრავლესობა ჰონდურასიდან და გვატემალადან, მცირე ნაწილი კი მექსიკიდანაა. მიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას ითხოვენ. თუმცა ჯერ მხოლოდ  რვა მათგანის თხოვნა დააკმაყოფილეს. უფლებადამცველები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებენ, მიგრანტებისთვის საზღვარი გახსნას.

თავის დროზე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება სწორედ მექსიკიდან მიგრაციის ნაკადის შეჩერება იყო, თუმცა დღეს მისი ადმინისტრაცია რთული დილემის წინაშეა.

მსგავსი