ამერიკის საელჩო საქართველოში გამონაბოლქვის ტესტის დაწესებას მხარს უჭერს

გამონაბოლქვის ტესტის დაწესებას უჭერს მხარს ამერიკის საელჩო საქართველოში.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება საელჩოს ორგანიზებით, აღმაშენებლის ხეივანში დაიგეგმა. მთავარი თემა, სუფთა ჰაერი იყო.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და დედაქალაქის მერმა სპეციალისტს ავტომობილების გამონაბოლქვი შეამოწმებინეს, რითაც ხაზი გაუსვეს, ტესტირების გზით სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ღონისძიებაზე მაღალი ხარისხის ელექტრო ავტომობილებიც იყო წარმოდგენილი.