ამერიკის საელჩო იერუსალიმში

ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებიდან 70 წლისთავზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში მსხვერპლის თავიდან არიდება ისე ვერ ხერხდება.

ათობით დაღუპული და ასობით დაშავებული – ასეთია ისრაელ-ღაზას საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგი.

ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იერუსალიმია.

70 წლის წინ აშშ-მა ისრაელის დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა. 70 წლის შემდეგ კი, ამერიკა გახდა ასევე პირველი სახელმწიფო, რომელმაც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩო გადაიტანა.

საზეიმო ღონისძიება არეულობის ფონზე გივი ბარამიძის რეპორტაჟში.