ამერიკის პასუხი პუტინის მუქარაზე

მოსკოვი ევროპას და ამერიკას მუქარის შემცველ სიგნალს უგზავნის.

ალექსი ნავალნის საქმეზე და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ძალების კონცენტრირების გამო დასავლეთიდან გაკეთებული მწვავე განცხადებების, რუსი დიპლომატების გაძევების და ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები არამეგობრულ ქცევაში დაადანაშაულა. რუსეთის პირველმა პირმა საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვის წითელი ხაზები შეახსენა და მათი არ გადაკვეთა ურჩია. სხვა შემთხვევაში მოსკოვი სწრაფი და მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.

მუქარის შემცველი გზავნილი ვაშინგტონს უპასუხოდ არ დაუტოვებია. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ამერიკა რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.