ამერიკის მხარდამჭერი გზავნილები

საქართველო და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული სამხედრო აგრესია შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგას სატელეფონო საუბრისას. საქართველოს და უკრაინის საკითხი ენტონი ბლინკენმა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზე საუბრის დროს ახსენა. მოსკოვმა გაფრთხილება და მწვავე გზავნილები მიიღო ამერიკის ახალი პრეზიდენტისგანაც, რომელმაც ქვეყნის ახალი საგარეო სტრატეგია წარადგინა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და საქართველოსადმი მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მხარისთვის – მით უფრო რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენების ზრდის ფონზე.