ამერიკის კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის კონგრესმენთა დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დაგეგმილია მოლაპარაკებები მთავრობის მეთაურთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრებთან. გაიმართება შეხვედრა პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. შეხვედრების დროს განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და უსაფრთხოება იქნება. ვიზიტი დღეს იწყება და ცხრა სექტემბრამდე გაგრძელდება.