ამერიკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება

15:09, 22.08.2026

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა. ტრამპის გადაწყვეტილება ეხებოდა, მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. აკრძალვა ვრცელდებოდა საიმიგრაციო ვიზებზე – ოჯახის წევრებთან შეერთების ან სამუშაოს დაწყების მიზნით, მაგრამ არ ვრცელდებოდა არაიმიგრაციულ ვიზებზე, როგორებიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ საიმიგრაციო ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ. ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. კანონით კი, თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მსგავსი