ამერიკის ელჩი ახმეტაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისში მერძევე ფერმერს, რატი როსტომაშვილს ეწვია.

მან ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით, თანადაფინანსება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში მოიპოვა. დეგნანმა დაათვალიერა მესაქონლეობის ფერმა და დააგემოვნა შპს „ოდლისის“ პროდუქცია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, რატი როსტომაშვილი ფერმის გაფართოვებას და მოდერნიზებას გეგმავს. ინვესტიციის სრული ღირებულება 157,000 აშშ დოლარს შეადგენს.