ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

12:20, 06.07.2025

ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, აშშ-ის საელჩოსთან ერთად, საელჩოს ტერიტორიაზე ოჯახურ პიკნიკს უმასპინძლა, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებაზე ასობით სტუმარმა მოიყარა თავი. მათ ელჩმა, რობინ დანიგანმა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა უმასპინძლეს. ღონისძიებას მუსიკალური ბენდი აფორმებდა. ასევე ადგილზე მოწყობილი იყო კვების ობიექტები, სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი ატრაქციები და სივრცეები.  საელჩოში მისულ სტუმრებს საჩუქრებიც გადაეცათ.

მსგავსი