ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი მოეწყო, სადაც 2 000 ქართველ, ამერიკელ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლეს. აშშ-ის დამოუკიდებლობის 246-ე წლის აღსანიშნავ პიკნიკზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი, ბარბექიუ და ცოცხალი მუსიკა დახვდათ. ღონისძიების დასასრულს, საელჩოს თანამშრომლებმა ამერიკის ჰიმნიც შეასრულეს. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ეკონომიკურ კეთილდღეობას ახალისებს და სამუშაო ადგილებს ქმნის.