ამერიკის დამოუკიდებლობის დღე - პრეზიდენტის მილოცვა

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!“ – მილოცვის წერილს „ტვიტერზე“ აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

„4 ივლისი შანსია გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის ამერიკა იმედის შუქურას წარმოადგენდა“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელ თარიღს ულოცავს ამერიკელ ხალხს საქართველოს პრემიერი. „საქართველოსა და ამერიკას შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია. ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. მისალოცი განცხადებები გაავრცელეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

4 ივლისი – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე