ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 250-ე წლისთავზე სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა. მიმართვისას დონალდ ტრამპმა პატივი მიაგო ქვეყნის დამფუძნებლებს, რომლებმაც ბრიტანეთის წინააღმდეგ იბრძოლეს და ამერიკის დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყარეს. მისი თქმით, ამერიკა დაბრუნდა და ის კვლავ დიდებულ ქვეყნად უნდა დარჩეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ომის ვეტერანები და ღირსების მედლის მფლობელები. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საღამო სამხედრო ავიაციის გადაფრენითა და მასშტაბური ფეიერვერკით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების დაწყებამდე შეკრებილ მოქალაქეებს ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო ტერიტორიის დროებით დატოვება მოუწიათ, ცერემონია საბოლოოდ სრული პროგრამით ჩატარდა.