ამერიკის არმიის 250 წლის იუბილე

12:17, 15.06.2025

შტატებში ამერიკის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს დაემთხვა. აღლუმში 6100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას. გავრცელებული ცნობით, სამხედრო აღლუმს დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი დაესწრო. პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპს 2018 წელს სურდა სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ის სავარაუდო ღირებულების გამო არ შედგა. გარდა ამისა, ვაშინგტონის ხელისუფლება შიშობდა, რომ ტანკები და სხვა მძიმე ჯავშანტექნიკა სერიოზულად დააზიანებდა გზებს.

მსგავსი