ამერიკის ახალი გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად

21:20, 05.09.2026

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ახალი წინადადებით მოსკოვში ჩასული ტრამპის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი კონფლიქტის მოგვარების მორიგი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთში დღეს ჩავიდნენ. ხვალ კი ამერიკის პრეზიდენტის გუნდის წევრები უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მის წარმომადგენლებს ომის დასასრულებლად წინადადება მიაქვთ. დეტალები ფართო საზოგადოებისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია. თუმცა, ვიზიტს პირველი შედეგი უკვე მოჰყვა. რუსეთი და უკრაინა 3 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი