ამერიკელმა სპეციალისტებმა ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეაფასეს

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, აშშ-ს უნივერსიტეტების და კვლევით ცენტრების მეცნიერები, შიდა ქართლისა  და სამეგრელოს რეგიონებს სტუმრობდნენ. აშშ-ს წამყვანმა სპეციალისტებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო დროული და  მნიშვნელოვანი. ისინი მზად არიან, ეს გამოცდილება გაუზიარონ ქართველ კოლეგებს.

უცხოელმა  სპეციალისტებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ვაშლის ბაღები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას სამეგრელოს რეგიონში, სადაც ასევე მოინახულეს თხილის საწარმო და შეხვდნენ ფერმერებს.