ამერიკელი კონგრესმენის სტატია და გამოხმაურება

ამერიკელი კონგრესმენის სტატია გამოცემა „ჰილში“ და გამოხმაურება თბილისში.

„აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში კონგრესმენი მალინი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას“. კონგრესმენი ივანიშვილს მოიხსენიებს პუტინის  მოკავშირედ,  რომელიც მუშაობს ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ და კომპანია „ფრონტერას“ მაგალითი მოჰყავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მეგობარი სახელმწიფოს ლიდერებმა საქართველოს გამოუცხადეს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რისი ერთ-ერთი დასტურიც არის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება.