ამერიკელი ექსპერტი საქართველოში

ამერიკის, სმითსონის ინსტიტუტის სამუზეუმო გაერთიანების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, მან ხელოვნების მუზეუმის საცავები და სამუშაო სივრცე მოინახულა. უცხოელმა ექსპერტმა აღნიშნულ სივრცეს მაღალი შეფასება მისცა და საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა.

კორინ ვეგენერი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და არქივების 25 შესაბამისი მიმართულების სპეციალისტს 4-დღიან ტრენინგსაც უტარებს თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“.