„ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“

კაფე „მზიურში“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ფოტოგამოფენა გაიმართა. „ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“ ოც ფოტოს აერთიანებს, რომელიც ავტორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის დროს გადაიღო. მარიო მონტოია დოკუმენტური ფოტოგრაფიით უკვე ათი წელია გატაცებულია. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში.