ამერიკამ გრუ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა

ცნობილი ხდება იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც საქართველოზე მომხდარ კიბერ-თავდასხმაში ედებათ ბრალი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საუბარია რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუს“ ექვს სამხედროზე, რომელთა ჰაკერული შეტევის სამიზნე 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მედია-საშუალებების და კერძო ორგანიზაციების ათასობით ვებ-გვერდი გახდა. დღეს დასახელებული „გრუს“ თანამშროლები ფიგურირებენ კიდევ ექვს ქვეყანაზე განხორციელებულ კიბერ-დანაშაულში. საერთაშორისო დონეზე ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მასშტაბური თავდასხმის მიზანი სამიზნე ქვეყნებში არეულობის გამოწვევა იყო.