ამბროლაურში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.  შპს „ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.