ამბროლაურს რეანიმობილი გადაეცა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამბროლაურს რეანიმობილი გადაეცა. უწყების ინფორმაციით, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა, ბოლო პერიოდში რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის.