Amber Georgia – ქართული ღვინო ნიუ-იორკის ფესტივალზე 

21:52, 10.11.2025

ქართული ღვინის 8000-წლოვან ტრადიციებს ამჯერად აშშ-ში ეცნობიან.

ნიუ-იორკში ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ტარდება. ქართველი მეღვინეები და მწარმოებლები ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარ პროდუქციას, ქარვისფერი ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს და ქვევრის ტრადიციებს წარმოადგენენ. მიზანი ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაცია, ადგილობრივი ბაზრის უფრო მეტად ათვისება და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკაში წლებთან ერთად მზარდია, რასაც ექსპორტის მაჩვენებლებიც ადასტურებს.

მსგავსი