„ამბები აფხაზეთიდან“ – „ახალი დღის“ ახალი რუბრიკა

09:28, 19.11.2026

„ამბები აფხაზეთიდან“ – საქართველოს პირველი არხისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჩვენი გადაცემა ახალ პროექტს იწყებს.

10-წუთიანი დოკუმენტური ვიდეოების სერია, ახალი დღის ეთერში კვირაში ერთხელ გავა. პროექტის ფარგლებში გავიხსენებთ იმ საინტერესო მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთთანაა დაკავშირებული.

დღევანდელი ვიდეო კი, მოგზაური და მწერალი ევროპელი ქალის, კარლა სერენას აფხაზეთის შესახებ ჩანაწერების მიხედვითაა გაკეთებული.

გადაცემის სტუმრები: გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;

ნონა ქარაია, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

 

ქართ„ამბები აფხაზეთიდან“ – კარლა სერენას მოგზაურობა – XIX საუკუნის უნიკალური ქრონიკა

მსგავსი