„ამბავი ჩემზე“ – რობერტ სტურუა
„ამბავი ჩემზე“ – რუბრიკის სტუმარი ქართული თეატრის გამორჩეული რეჟისორი, რობერტ სტურუაა, რომლის სახელსაც ქართული თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი შემოქმედებითი გზა ათეულობით გამორჩეულ სპექტაკლს, არაერთ საერთაშორისო აღიარებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ წარმატებულ გასტროლებს აერთიანებს. რობერტ სტურუამ არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დადგა და დღესაც აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. თუმცა დღეს მის შემოქმედებაზე მეტად, ერთ კონკრეტულ ამბავს გაგიზიარებთ – ისტორიას, რომელმაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა და, შესაძლოა, გარკვეულწილად, მისი შემოქმედებითი გზაც განსაზღვრა.