ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური-კობის მონაკვეთი

ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური-კობის მონაკვეთი, სადაც მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგენენ, არის თუ არა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების საფრთხე, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გზა უკვე დღის ბოლოსთვის გაიხსნება. უამინდობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილმა მდგომარეობამ პრობლემები განსაკუთრებით ტრანზიტული მარშრუტის მძღოლებს შეუქმნა.

ამ წუთებში სამუშაოები ჯვრის უღელტეხილზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გომბორზე შეზღუდვები ტრანსპორტზე არ მოქმედებს, თუმცა, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. სინოპტიკოსები უამინდობასა და დაბალ ტემპერატურას კიდევ 2 დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.

 

დატოვე კომენტარი