„ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე ნომერი 12“

„ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე ნომერი 12“- მულტიფუნქციურ კონცეფციაზე მუშაობა სრულდება. გეგმის თანახმად, 2023-2024 წლებში, ორთაჭალის ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეები გაიხსნება. მოეწყობა ღია თეატრი, სარეპეტიციო, საგამოფენო სივრცეები, სახელოსნოები და პავილიონები. აღნიშნულ სივრცეში ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ხელოვანს ექნება, დაინტერესებული პირები კი შესაბამისი სივრცის დაჯავშნას ონლაინ, მარტივად შეძლებენ. კონცეფციის დეტალებს კულტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო.