ალმანახი „პირველი სხივი“ აღდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს. ის წელიწადში ერთხელ დაიბეჭდება და ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აღდგენილი ალმანახი ამჯერად მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება და მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ.

„პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. მისი ინიციატორი უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო.