ალილოს სამზადისი

ხვალ თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო-საზეიმო მსვლელობა ალილო გაიმართება. დედაქალაქში შეკრება 14 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობის დროს, ალილოს მონაწილეები მოსახლეობას გალობით ქრისტესშობას მიულოცავენ. ქრისტესშობის მახარობლები რამდენიმე ადგილზე გაჩერდებიან და საშობაო ნობათს მიიღებენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება. ალილოს მსვლელობის დროს შეგროვილი ნობათი კი, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.