ალილოს მსვლელობა თბილისში - თამარ ჯალაღონიას ჩართვა

ტრადიციად ქცეული ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა თბილისში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტესშობას ზეიმობს. მომლოცველები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც გაიმართა მსვლელობა გალობით. სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ ალილოს მონაწილეებს მოქალაქეები საშობაო ნობათს სწირავდნენ. მომლოცველები სამების საკათედრო ტაძრამდე მივიდნენ, სადაც საშობაო პარაკლისი სრულდება.  თამარ ჯალაღონია დეტალებით.