ალილოს მსვლელობა საქართველოს რეგიონებში

დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან მსვლელობით დაიწყეს შობის მახარობლებმა ბათუმშიც.

ალილო ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები სასტუმრო ლეო-გრანდთანაც მივიდნენ და ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. წყალწითელას მოხუცთა პანსიონატისა და სოციალურად დაუცველებისთვის გროვდება საშობაო ნობათი ქუთაისში.

ალილო იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყო. ტრადიციული მსვლელობა გაიმართა გორშიც. გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ქალაქის ქუჩებში სურსათ-სანოვაგე შეგროვდა.

ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო ალილო ზუგდიდში. სამღვდელოება და მრევლი ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობით დაიძრა. გზადაგზა მათ საჩუქრები და ტკბილეულობა შეაგროვეს, რომლებსაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასცემენ.