ალგეთის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა გაიზარდა
კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას სამი ხარირემი და სამი ფურირემი შეემატა. შედეგად ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოპულაციის გამრავლებისა და განახლებისთვის. მეურნეობა 72 ჰექტარის ფართობზეა განთავსებული.