ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

15:19, 24.12.2025

თბილისში, ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 15 000 კვ.მ ფართობზე  დაიგო და მოეწყო ტროტუარები. განახლდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაც. გამოიცვალა დაზიანებული წყლის მილები და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა; დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსები.

მსგავსი