ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა

12:28, 05.09.2026

ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში, გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან და მხატვრის შვილიშვილთან ერთად დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 30-მდე ფერწერული ნამუშევარი. ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი ალექსი ვეფხვაძის გამოფენას 25 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

მსგავსი