გელათის მეცნიერებათა აკადემიამ, გამოჩენილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და ტექსტოლოგის, ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა გაიხსენეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჭინჭარაულის თხზულებათა ათტომეულის პირველი სამი ტომი.