ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სწორედ ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა. ბრალდებული ზაჰესის დროებით მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.