ალექსი ახვლედიანს ბრალს დღეს წაუყენებენ

12:05, 08.07.2025

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით,  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსია დაკავებული. ალექსი ახვლედიანს ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის  ღონისძიებაზე კი ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელებს. ალექსი ახვლედიანი ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

მსგავსი