ალექსი ახვლედიანის სასამართლო

15:17, 27.08.2025

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულ ალექსი ახვლედიანის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი გადაწყდება და მხარეები შუამდგომლობას დააყენებენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილებას ახვლედიანთან შეთანხმებით, ერთობლივად მიიღებენ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მხარეებმა მასალები გაცვალეს და გადაეცა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერაა დაწერილი. კომენტარი გააკეთა თავად ახვლედიანმაც და საქმის შეწყვეტა მოითხოვა. მისი თქმით, იარაღი დაუდევრად არ ჰქონია.

მსგავსი