ალექსი ახვლედიანის სასამართლო

18:27, 27.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის  მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის  პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ალექსი ახვლედიანის თქმით, ის თავს წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ალექსი ახვლედიანს ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედება, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მსგავსი