ალექსეი ნავალნის სასამართლო

ალექსეი ნავალნის პირობით სასჯელი პატიმრობით შეუცვალეს. 

გერმანიიდან რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნებულ და აეროპორტშივე დაკავებულ ნავალნის სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოპოზიციონერს პირობითი სასჯელის დარღვევას ედავებიან.  სასამართლოს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა  ჯერ კიდევ ნავალნის დაბრუნებამდე მიმართა. დღევანდელი პროცესი ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 200-ზე მეტი პირი დააკავა.

მოამბე