ალექსეი ნავალნის საქმე

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან სამკურნალოდ  ბერლინში გადაიყვანეს. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დასკვნით, ნავალნის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. რუსი ოპოზიციონერი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.