ალექსეი ნავალნის ჯარიმა დააკისრეს

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო და 850 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა. გამოძიების ვერსიით, 2 ივნისს, ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა „რაშა თუდეის“ ვიდეორგოლი, რომელშიც მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნიმ ვიდეორგოლს თან დაურთო კომენტარი, რომელიც 94 წლის ვეტერანის იგნატ არტემენკოს ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს. თავად ოპოზიციონერი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. უფრო ადრე, მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო. პოლიტიკოსს კოლონიაში გატარება ორ-ნახევარი წლის განმავლობაში მოუწევს.

მოამბე