დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა განაცხადა. ალექსეი არესტოვიჩის თქმით, პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მნიშვნელოვნად ეხმარებიან და მათ დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის წყალობით, მედგარი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.