აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში აფხაზი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ალექსანდრე შარვაშიძის გამოფენა გაიხსნა. ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური ნამუშევრები და ხელოვანის პირადი არქივი.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა მიმართა, რომელმაც მხატვრის შემოქმედებაზე და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლები ნამუშევრების ხილვას უფასოდ შეძლებენ.