ალექსანდრე იაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუხობს

15:11, 25.07.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში ალექსანდრე იაშვილს უსმენენ, მანამდე კი გასაუბრება გაიარა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა.

დღეს კიდევ ერთხელ მწვავე განცხადება გააკეთა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და საბჭოს მოსამართლე წევრები კანდიდატების ნაწილის ლობირებაში დაადანაშაულა, რასაც ადრესატები უარყოფენ.

მსგავსი