თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. ამ წუთებში ჩვენებას აძლევს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ჭიპაშვილი. როგორც მოწმემ განაცხადა, 2025 წლის 28 ნოემბერს, სასამართლოს მანდატურისგან იყო შეტყობინება, რომ პირი იყო შეჭრილი სასამართლოში და გადაწვას ცდილობდა და ჰყავდათ დაკავებული. მისი თქმით, გამთენია იყო და ათ წუთზე ნაკლებ დროში მივიდნენ ადგილზე საბურთალოდან – ყაზბეგიდან აღმაშენებელზე. მოწმის ჩვენებით, კანცელარიაში უწესრიგობა და ბენზინის სუნი იყო , მანდატურები დაკავებულ პირზე მიუთითებდნენ, რომელიც ალეკო ელისაშვილი იყო. მოწმის თქმით, ელისაშვილმა განუცხადა, რომ სასამართლოს კანცელარიის გადაწვა სურდა. ბრალდებას დღეს კიდევ რამდენიმე მოწმე ჰყავს დასაკითხი. ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.