ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია

18:48, 13.10.2026

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება 1.6 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი