ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

15:18, 31.07.2026

დღეს ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი სასამართლოს უპატივცემულობისთვის წარუდგინეს. პროკურატურა პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით. №6 პენიტენციურ დაწესებულება ადვოკატმა უკვე დატოვა. მან განაცხადა, რომ ელისაშვილს პოლიტიკური წასრსულის გამო დევნიან. უფლებადამცველმა და პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები შესვლამდეც გააკეთეს და ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

მსგავსი